ავტორიზაცია

ალექს სანდრო ტურინის იუვენტუსიდან მიდის?

ალექს სანდრო ტურინის იუვენტუსიდან მიდის?
თარიღი 04 იან 2023, 13:00
ბრაზილიის ნაკრების წევრი ალექს სანდრო ტურინის "იუვენტუსიდან" წასვლასთან ახლოსაა. 

ჟურნალისტ ნიკოლო შირას ინფორმაციით, 31 წლის სამხრეთამერიკელ მცველს კარიერის გაგრძელება თურქეთის ლიგაში შეუძლია. ფეხბურთელმა უკვე მიიღო შეთავაზება სუპერლიგის ორი კლუბისგან.

"ბებერმა ქალბატონმა გამოცდილ ფეხბურთელს ახალი შრომითი ხელშეკრულება არ შესთავაზა. ამგვარად, ალექსი ტურინულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ის იუვენტუსში 2015 წლის ზაფხულიდან თამაშობს.

მიმდინარე სეზონში სანდრომ 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ერთი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.