ავტორიზაცია

ბაიერნმა ჰარი კეინზე უარი თქვა - გადაწყვეტილების მიზეზი დასახელდა

ბაიერნმა ჰარი კეინზე უარი თქვა - გადაწყვეტილების მიზეზი დასახელდა
თარიღი 04 იან 2023, 15:34
მიუნხენის "ბაიერნი" რობერტ ლევანდოვსკის კლუბიდან წასვლის შემდეგ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე მოთამაშეს ეძებს. 

"რეკორდმაისტერი" დიდი ხანია  "ტოტენჰემის" ფორვარდის ჰარი კეინის გაფორმებას ცდილობს. თუმცა, ბუნდესლიგის გრანდმა ყურადღება სხვა კანდიდატებზე გადაიტანა. ამის შესახებ SportBilld წერს.

ფაქტია, რომ "ბაიერნი" ჰარი კეინის ტრანსფერს თითქმის შეუძლებლად მიიჩნევს. ჯერ ერთი, ფეხბურთელები იშვიათად გადადიან პრემიერ ლიგის ტოპ კლუბებიდან ბუნდესლიგაში. მეორეც, ჰარი კეინი ძალიან ძვირი დაჯდება. მესამე, თავად ინგლისელმა არაერთხელ უსაუბრია იმის შესახებ, რომ "ტოტენჰემთან"  ერთად ტიტულის მოგება სურს.

ამ ყველაფრის შედეგად, "ბაიერნმა" გადაწყვიტა უარი თქვად 29 წლის ჰარი კეინის სატრანსფერო ვარიანტზე, რომელის ღირებულებასაც transfermarkt-ი 90 მილიონ ევროდ აფასებს.