ავტორიზაცია

"ამ თამაშის ძალიან მეშინოდა და გადავწყვიტე, რომ კარში მამარდაშვილი დამეყენებინა"- ჯენარო გატუზო

"ამ თამაშის ძალიან მეშინოდა და გადავწყვიტე, რომ კარში მამარდაშვილი დამეყენებინა"- ჯენარო გატუზო
თარიღი 04 იან 2023, 13:57
ესპანეთის სამეფო თასის  1/16-ფინალურ ეტაპზე გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიამ” რანგით მესამე დივიზიონის წარმომადგენელი “ლა ნუსია” 3:0 დაამარცხა.

მიუხედავად მეტოქის სტატუსისა, “ღამურების” მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ სასტარტო შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილი დააყენა. რომელიც 7უ-ე წუთზე შეცვალა.

ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე იტალიელმა სპეციალისტმა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“ამ გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დრო დამჭირდა. შედეგად, იაგო ერერინი განაწყენებული დარჩა და მე მის დამოკიდებულებას პატივი უნდა ვცე.

ამ თამაშის ძალიან მეშინოდა და გადავწყვიტე, რომ კარში მამარდაშვილი დამეყენებინა. ვწუხვარ ერერინის გამო, რომელიც ყოველთვის კარგად გამოიყურება, თუმცა გუშინ ძირითად შემადგენლობაში არ იყო.

ჩვენ ასევე გვყავს კრისტიან რივერო, რომელსაც საერთოდ არ უთამაშია. ”, – თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.