ავტორიზაცია

მენდეშმა რონალდუს იუნაიტედში დარჩენა ურჩია, თუმცა პორტუგალიელმა რჩევა არ გაითვალისწინა

მენდეშმა რონალდუს იუნაიტედში დარჩენა ურჩია, თუმცა პორტუგალიელმა რჩევა არ გაითვალისწინა
თარიღი 04 იან 2023, 16:47
კრიშტიანუ რონალდუ "ალ-ნასრს" შეუერთდა - სამშაბათს 37 წლის პორტუგალიელი საუდის არაბეთის კლუბში წარადგინეს.

"ალ-ნასრში" ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აგენტი ჟორხე მენდეში არ ხელმძღვანელობდა, არამედ ფეხბურთელის პირადი მენეჯერი რიკარდო რეგუფე, ამის შესახებ Athletic-ი წერს.

აღსანიშნავია, რომ ხორხე მენდეშმა რიკარდო რეგუფეს მსგავსად კრიშტიანუ რონალდუს შემოდგომაზე მანჩესტერ "იუნაიტედში" დარჩენა ურჩია.

მენდეშმა კრიშტიანოს უთხრა, რომ მისთვის უკეთესი იქნებოდა ერიკ ტენ ჰაგის გუნდში როლს შეგუებოდა. ფეხბურთელმა კი რჩევა არ გაითვალისწინა.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ჟორხე მენდეში კრიშტიანუ რონალდუს პოზიციით იმედგაცრუებული იყო. თავდამსხმელმა არ აღიარა, რომ მისთვის სხვა ევროპული კლუბის პოვნა შეუძლებელი იყო.