ავტორიზაცია

რონალდუს დებიუტი ახალ გუნდში მინიმუმ 21 იანვრამდე ვერ შედგება

რონალდუს დებიუტი ახალ გუნდში მინიმუმ 21 იანვრამდე ვერ შედგება
თარიღი 04 იან 2023, 22:33
კრიშტიანუ რონალდუ „ალ ნასრის“ უახლოეს მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

თავდამსხმელი, რომელმაც საუდის არაბულ კლუბთან კონტრაქტი დეკემბრის ბოლოს გააფორმა, „ალ ტაისთან“ და „ალ შაბაბთან“ 5 და 14 იანვრის მატჩებს გამოტოვებს.

პორტუგალიელი ამ შეხვედრებში მონაწილეობას დისკვალიფიკაციის გამო ვერ მიიღებს. ნოემბერში ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ მას 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა აპრილში მომხდარი ინციდენტის გამო. მაშინ, ჯერ კიდევ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა აუტიზმით დაავადებულ ბავშვს ხელიდან ტელეფონი გააგდებინა და გაუტეხა.

ეს დისკვალიფიკაცია რონალდუს ჯერ არ მოუხდია, რადგან ის „იუნაიტედთან“ კონტრაქტის გაწყვეტიდან მეორე დღეს მიიღეს. ფიფას რეგლამენტის თანახმად, ფეხბურთელებს არ შეუძლიათ ახალ ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდეთ, თუ წინა ლიგებში მიღებული დისკვალიფიკაცია ჯერ არ მოუხდიათ.

შესაბამისად, რონალდუს დებიუტი „ალ ნასრში“ 21 იანვარზე ადრე ვერ შედგება.