ავტორიზაცია

ჩელსის სურს არსენალს აჯობოს და უკრაინელ ამომავალ ვარსკვლავში 80 მილიონს ამზადებს

ჩელსის სურს არსენალს აჯობოს და უკრაინელ ამომავალ ვარსკვლავში 80 მილიონს ამზადებს
თარიღი 04 იან 2023, 22:58
„ჩელსის“ სურს „არსენალის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე გადაიბიროს.

გავრცელებული ინფორმაციით, „მეთოფეებს“ „შახტარის“ უკრაინელ შემტევში, მიხაილ მუდრიკში 70-75 მლნ ევროს გადახდა არ სურს, რომელსაც დონეცკური კლუბი ითხოვს.

ნიკოლო სკირა წერს, რომ „ლურჯები“ მზად არიან, „შახტარს“ 80 მილიონი ევრო შესთავაზონ 21 წლის ვინგერის ტრანსფერში და ფეხბურთელს წლიური ხელფასის სახით 7.5 მილიონი ევროც გადაუხადონ.

თავად მუდრიკს „არსენალთან“ პირადი კონტრაქტის დეტალები ჯერ კიდევ 3 თვის წინ ჰქონდა შეთანხმებული, რომლის თანახმადაც ის გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წლიური ხელფასის სახით 5.5 მილიონ ევროს მიიღებს.