ავტორიზაცია

"ზოგიერთმა მოთამაშემ იმაზე ცუდად ითამაშა, ვიდრე ველოდი"- ლუჩიანო სპალეტი

"ზოგიერთმა მოთამაშემ იმაზე ცუდად ითამაშა, ვიდრე ველოდი"- ლუჩიანო სპალეტი
თარიღი 05 იან 2023, 02:50
იტალიის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური მატჩი მილანში, "ინტერსა" და "ნაპოლის" შორის შედგა.


მასპინძლებმა თამაში თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და პირველ ტაიმში რამდენიმე რეალური მომენტი შექმნეს.

მეორე ნახევარში კი მათ ეს რეალური მომენტები გოლად გარდასახეს. ედინ ჯეკომ ულამაზესი თავურით გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა - 1:0.

ძირითად შემადგენლობაში იყო ნეაპოლელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც 76 წუთი ითამაშა.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ნეაპოლური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ შეხვედრა შეაფასა.

"ინტერმა ისე ითამაშა, როგორც ველოდით, მაგრამ ჩვენ ნელა ვმოძრაობდით, ბურთი ნელა გადაგვქონდა მეტოქის ნახევარზე. 

ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ხარისხი. ზოგიერთმა მოთამაშემ იმაზე ცუდად ითამაშა, ვიდრე ველოდი. თუ ბურთს ნელა გადაიტან, მაშინ საქმე ბევრად გართულდება. მეტი უნდა ვივარჯიშოთ და თამაშის ძველი ხარისხი დავიბრუნოთ. ",- თქვა სპალეტიმ.