ავტორიზაცია

IFFHS-მა 2022 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა

IFFHS-მა 2022 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა
თარიღი 05 Jan 2023, 10:37
IFFHS-მა (ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია) 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად 35 ელის არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი დაასახელა.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, თავდამსხმელმა 275 ქულა დააგროვა და დიდი სხვაობით აჯობა მეორე ადგილზე გასულ კილიან მბაპეს.

2022 წლის ტოპ 3 საუკეთესო ფეხბურთელის სამეული ოქროს ბურთის მოქმედმა მფლობელმა კარიმ ბენზემამ დახურა.

სიაში მეოთხე ადგილზეა მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი, ხოლო მეხუთე "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი იკავებს.