ავტორიზაცია

არანაირი 127 მილიონი: დაასახელა რეალური თანხა, რომელიც ჩელსიმ ბენფიკას ენცო ფერნანდესის სანაცვლოდ შესთავაზა

არანაირი 127 მილიონი: დაასახელა რეალური თანხა, რომელიც ჩელსიმ ბენფიკას ენცო ფერნანდესის სანაცვლოდ შესთავაზა
თარიღი 05 იან 2023, 11:08
ლონდონის "ჩელსი" არგენტინის ნაკრებისა და ლისაბონის "ბენფიკას" ნახევარმცველის ენცო ფერნანდესის ტრანსფერის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს.

ცნობილი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ცნობით, "არისტოკრატების" ბოლო შეთავაზება 21 წლის ფეხბურთელისთვის 85 მილიონი ევრო იყო.

127 მილიონი თანხა, რომელიც მანამდე პრესაში იყო ნახსენები, რეალობას არ შეესაბამება. ამ დროისთვის მხარეები აგრძელებენ მოლაპარაკებების პროცესს.

ფერნანდესი არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში ყატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ენცო საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს.