ავტორიზაცია

"ჭორები პსჟ-ზე? დემბელე არ იყიდება, არც 70 მილიონ ევროდ და არც სხვა თანხის სანაცვლოდ"- ბარსელონას პრეზიდენტი

"ჭორები პსჟ-ზე? დემბელე არ იყიდება, არც 70 მილიონ ევროდ და არც სხვა თანხის სანაცვლოდ"- ბარსელონას პრეზიდენტი
თარიღი 05 იან 2023, 17:55
ჟოან ლაპორტამ, რომელიც "ბარსელონას" პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს, უსმან დემბელეს მომავალზე ისაუბრა.

"უსმან დემბელესთან ახალ კონტრაქტს უახლოეს თვეებში განვიხილავთ. ის მშვენივრად თამაშობს.

ჭორები პსჟ-ზე? დემბელე არ იყიდება. არც 70 მილიონ ევროდ და არც სხვა თანხის სანაცვლოდ. ის არ იყიდება. “, - თქვა ლაპორტამ. 

უსმან დემბელეს მოქმედი კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 

25 წლის ფრანგმა "ბლაუგრანას" რიგებში 172 მატჩი ჩაატარა,სადაც 38 გოლი გაიტანა და 41 საგოლე გადაცემა გააკეთა.