კრიშტიანუ რონალდუს ევროპაში ვადაზე ადრე დაბრუნება მხოლოდ ერთი პირობით შეეძლება

"ალ-ნასრის" ახალწვეულმა კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა გარკვეული პირობებით ვადაზე ადრე დატოვოს საუდის არაბეთი.
The Sun-ის ცნობით, 37 წლის თავდამსხმელი უსასყიდლოდ გათავისუფლდება, თუ მას ჩემპიონთა ლიგის მონაწილე რომელიმე კლუბი შესთავაზებს კონტრაქტს.
ასეთი შეთავაზების მიღების შემთხვევაში, პორტუგალიელ ვარსკვლავს აქვს სრული უფლება დატოვოს "ალ-ნასრი" და დაბრუნდეს ევროპულ ფეხბურთში.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდუს კარიერის გაგრძელება ინგლისურ "ნიუკასლში" შეეძლო.
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელმა "ალ-ნასრთან" ორნახევარი წლით გააფორმა კონტრაქტი. კრიშტიანოს წლიური შემოსავალი 200 მილიონი ევრო იქნება.