გორის დილამ 21 წლის ნახევარმცველი დაიმატა
21 წლის ნახევარმცველი ოთარ ფარულავა 2023 წლიდან გორის "დილას" მაისურს მოირგებს.
ინფორმაციას გორული კლუბის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ადასტურებს.
ახალგაზრდა ნახევარმცველი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში "გაგრას" შემადგენლობაში გამოდიოდა.
ბოლი სეზონში ფარულავამ ეროვნული ლიგის გათამაშებაში 36 მატჩი ჩაატრა და ორი გოლი გაიტანა.