ავტორიზაცია

ბლინდი მიუნჰენის ბაიერნში ითამაშებს

ბლინდი მიუნჰენის ბაიერნში ითამაშებს
თარიღი 05 იან 2023, 12:15
De Telegraph-ის ცნობით, ნიდერლანდელი მცველი დეილი ბლინდი გერმანიის ბუნდესლიგაში გადადის. 32 წლის ფეხბურთელის სამუშაო ადგილი მიუნხენის "ბაიერნი" გახდება.

დღეს, 5 იანვარს, გამოცდილი მცველი მიუნხენში ჩაფრინდა, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს და კონტრაქტი გააფორმოს. 

"ბაიერნი" ლუკა ერნანდესის შემცვლელად ბლინდს განიხილავს. ფრანგი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მძიმედ დაშავდა და მიუჰენურ კლუბს სეზონის ბოლომდე გამოაკლდა.

2022/2023 წლების სეზონში ბლინდი "აიაქსის" შემადგენლობაში 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.