"საქართველოში თამაში უფრო სწრაფია, რაც შეეხება რუსეთის ჩემპიონატს, ამ მხრივ განსხვავებას ვერ ვხედავ"- ზურიკო დავითაშვილი
საფრანგეთის თასის 1/32-ფინალური ეტაპზე, ზურიკო დავითაშვილის “ბორდო” ლიგა “რენს” დაუპირისპირდება.
შეხვედრის წინ პრეკონფერენციაზე ზურიკო დავითაშვილმა ისაუბრა.
“თანაგუნდელებთან ინგლისურად ვსაუბრობ, მაგრამ ფრანგულ ენასაც ვსწავლობ და ვცდილობ, რომ აქაურ ცხოვრებასთან ადაპტაცია მოვახერხო.
ბორდოში გადასვლამდე საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან სატელეფონო საუბარი მქონდა, სადაც ბორდოს შესახებ მესაუბრა და ძალიან დამეხმარა.
რენი ლიგა 1-ში თამაშს ნამდვილად იმსახურებს, რადგანაც მათ აქვთ ტექნიკური და სწრაფი თვისებები. ვფიქრობ, ჩვენს გუნდს მათთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია.
ლიგა 2-ის დონის შესახებ არ ვიცოდი. საქართველოში თამაში უფრო სწრაფია, რაც შეეხება რუსეთის ჩემპიონატს, ამ მხრივ განსხვავებას ვერ ვხედავ.
ჩვენ ბავშვობიდან ვმეგობრობთ. ნაპოლიში მისი წარმატება დიდ მოტივაციას მაძლევს, რადგან უმაღლეს დონეზე თამაში ჩემი მიზანია. ”, – თქვა დავითაშვილმა.