ავტორიზაცია

ტრიპიერი: "რას მეუბნებოდა სიმეონე მესისთან მატჩების წინ? ძირითადად, ლოცვის გაძლიერებას მირჩევდა"

ტრიპიერი: "რას მეუბნებოდა სიმეონე მესისთან მატჩების წინ? ძირითადად, ლოცვის გაძლიერებას მირჩევდა"
თარიღი 06 იან 2023, 00:41
დიეგო სიმეონემ კირან ტრიპიერს ლეო მესის წინააღმდეგ თამაშამდე ლოცვის გაძლიერება ურჩია.

ამის შესახებ ინგლისელმა მცველმა თავად განაცხადა, როცა „ატლეტიკოში“ ასპარეზობის პერიოდი გაიხსენა.

„სიმართლე გითხრათ, მესის შეჩერება შეუძლებელია. სახალისოა, იმიტომ რომ სიმეონე მწვრთნელია, ორივე არგენტინელები არიან. თუ დიეგო მატჩების წინ რაიმეს გვეუბნებოდა, ძირითადად ეს იყო: „ილოცე“.

ლეოს წინააღმდეგ ვერაფერს გახდები. შეუძლებელია თამაში გამიზნულად ისე წარმართო, რომ ის შეაჩერო - ამდენად უნიკალურია ის.“ - აღნიშნა „ნიუკასლის“ ფეხბურთელმა.