მეტი, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთელი?! რონალდუ ალ ნასრში თავის ძველ მეგობარს ეძახის
კრიშტიანუ რონალდუ არაბულ „ალ ნასრში“ მხოლოდ ფეხბურთს არ ითამაშებს - დიდი ალბათობით, მისი უფლებამოსილებები საფეხბურთო მოედანს საგრძნობლად გასცდება.
როგორც იწერება, რონალდუს გუნდში მწვრთნელების გაშვების უფლებაც კი ექნება. ასეთ ვითარებაში, ნაკლებად არის გასაკვირი, რომ პორტუგალიელის სიტყვები ტრანსფერებშიც გათვალისწინებული იქნება.
Marca-ს ცნობით, რონალდუს „ალ ნასრში“ პეპეს ხილვა სურს, რომელთან ერთადაც ის „რეალში“ და პორტუგალიის ნაკრებში თამაშობდა და საოცარი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. დაიწერა, რომ კრიშტიანუმ მისი კანდიდატურა არაბული გუნდის ხელმძღვანელობასთან უკვე განიხილა კიდეც.
თებერვალში პეპეს 40 წელი უსრულდება. ამჟამად ის „პორტუს“ ღირსებას იცავს.