ავტორიზაცია

რონალდუ საუდის არაბეთზე: "აქ ძალიან, ძალიან, ძალიან ძლიერი ჩემპიონატია, ამიტომაც გადმოვედი"

რონალდუ საუდის არაბეთზე: "აქ ძალიან, ძალიან, ძალიან ძლიერი ჩემპიონატია, ამიტომაც გადმოვედი"
თარიღი 06 იან 2023, 01:22
კრიშტიანუ რონალდუმ „ალ ნასრში“ გადასვლაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„აქ გადმოსვლა - შესანიშნავია, რაღა თქმა უნდა, ეს დიდი პატივია. მოუთმენლად ველოდები თამაშის დაწყებას და ახალი ხალხის გაცნობას, რათა უფრო გავბედნიერდე. აქ მოსვლა მახარებს.

ყველაზე მთავარი არის აწმყო. მინდა სიამოვნება მივიღო და კლუბისთვის გამარჯვებები მოვიპოვა. ასევე - ქვეყანა განვავითარო, როგორც ის ამას იმსახურებს. აქ იმისთვის ვარ, რომ ახალი თაობის ნაწილი გავხდე.

ამ ლიგას უდიდესი პოტენციალი აქვს. აქ შესანიშნავი ფეხბურთელები თამაშობენ და ეს ძალიან, ძალიან, ძალიან ძლიერი და კონკურენტუნარიანი ჩემპიონატია. ამიტომაც ვარ აქ.“ - აღნიშნა პორტუგალიელმა კლუბის პრესსამსახურთან საუბარში.