ავტორიზაცია

ცნობილია, თუ სად აპირებს მწვრთნელობის გაგრძელებას ფერნანდუ სანტუში

ცნობილია, თუ სად აპირებს მწვრთნელობის გაგრძელებას ფერნანდუ სანტუში
თარიღი 06 იან 2023, 01:35
ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ პორტუგალიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ფერნანდუ სანტუში, მსურველების რაოდენობას არ უჩივის.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელ გუნდში ვიხილავთ სანტუშს, მაგრა მიტალიელი ჟურნალისტის თქმით, პორტუგალიელს ჩინეთიდან და ევროპიდან აქვს შემოთავაზებები.

დიდი ალბათობით, მწვრთნელობას შუა აღმოსავლეთში გააგრძელებს - ჯერ უცნობია სად, მაგრამ გეოგრაფიულად მან სწორედ ეს რეგიონი ამოირჩია.

შეგახსენებთ, რომ ფერნანდუ სანტუშმა პორტუგალიის ნაკრებს 2016 წელს ევრო მოაგებინა, 2019-ში კი ერთა ლიგა.