ანტონიო კასანო: "ლეაუ უნდა დარჩეს მილანში, წინააღმდეგ შემთხვევაში გრილიშივით დაასრულებს"
ყოფილმა იტალიელმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ პორტუგალიელ თავდამსხმელს ლეუს მოუწოდა, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს და "მილანში" დარჩეს.
კასანოს სჯერა, რომ იტალიაში ლეაუ სუპერვარსკვლავია, მაგრამ სხვაგან მას არავითარ შემთხვევაში არ აქვს წარმატება გარანტირებული.
"მილანს სჭირდება ლეაუ, ის შეტევაში განსხვავებას ჰქმნის. მაგრამ, ხაზს ვუსვამ, განსხვაავებას იტალიაში ჰქმნის. სხვა ჩემპიონატში ყველაფერი სხვაგვარად შეიძლება იყოს.
"მილანს სჭირდება ლეაუ, ის შეტევაში განსხვავებას ჰქმნის. მაგრამ, ხაზს ვუსვამ, განსხვაავებას იტალიაში ჰქმნის. სხვა ჩემპიონატში ყველაფერი სხვაგვარად შეიძლება იყოს.
ის არ უნდა გაიყიდოს, მილანმა უკვე ცხადყო, როგორ უნდათ მისი შენარჩუნება, როგორ სჭირდებათ. სხვაგან გადასვლა არ არის საჭირო, რადგან სხვაგან გრილიშის სცენარის გამეორება მოსხება, რომელიც ფენომენალური იყო ასტონ ვილაში, მაგრამ მანჩესტერ სიტიში ვერ გამოირჩევა. ", - თქვა კასანომ.