მადრიდის რეალი ბელინგემში 110 მილიონ ევროზე მეტს არ გადაიხდის
მადრიდის "რეალმა" განსაზღვრა მაქსიმალური თანხა, რომელსაც კლუბი დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის ტრანსფერზე შეიძლება დახარჯოს.
Marca-ს ინფორმაციით, "სამეფო კლუბი" ფეხბურთელისთვის 110 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებს.
ინგლისელის მადრიდში გადასვლის სურვილის, ასევე "რეალისა" და "ბორუსიას" შორის კარგი ურთიერთობის გათვალისწინებით, ეს თანხა საკმარისი უნდა იყოს ტრანსფერის განსახორციელებლად.
შეგახსენებთ, რომ ბელინგემი ასევე ინგლისის პრემიერ ლიგის მრავალი ტოპ-კლუბის სამიზნეა. 19 წლის ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს დორტმუნდის "ბორუსიას" დატოვებს, რაზეც მან არაერთხელ მიანიშნა.