ავტორიზაცია

ანტონიო კონტე ვიალის გარდაცვალების შემდეგ ტოტენჰემის პრესკონფერენციას არ დასწრებია

ანტონიო კონტე ვიალის გარდაცვალების შემდეგ ტოტენჰემის პრესკონფერენციას არ დასწრებია
თარიღი 06 იან 2023, 16:33
ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ჯანლუკა ვიალის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციის შემდეგ მატჩისწინა ტრადიციულ პრესკონფერენციაში, მონაწილეობა არ მიიღო.ამის შესახებ The Sun იტყობინება.

წყაროს ცნობით, ვიალის გარდაცვალების გამოცხადების შემდეგ, იტალიელმა მთავარი მწვრთნელი მწუხარებისა და ემოციური შოკის გამო პრესკონფერენციაზე არ მისულა.

კონტე და ვიალი ერთად თამაშობდნენ ტურინის "იუვენტუსში" 1992 წლიდან 1996 წლამდე. იტალიელებმა ერთად მოიგეს უეფას თასი (1993), იტალიის ჩემპიონატი (1995) და ჩემპიონთა ლიგა (1996).

ვიალის გარდაცვალების მიზეზი პანკრეასის კიბოს შედეგი იყო. ყოფილ სპორტსმენს დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა კიბოს, მაგრამ შობის წინა დღეს მისი მდგომარეობა გაუარესდა.