ავტორიზაცია

თბილსის დინამო თურქულ შეკრებაზე ცრვენა ზვეზდას დაუპირისპირდება

თბილსის დინამო თურქულ შეკრებაზე ცრვენა ზვეზდას დაუპირისპირდება
თარიღი 06 იან 2023, 17:10
როგორც უკვე ცნობილი იყო, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის "დინამო" თურქულ შეკრებაზე ორ ბულგარულ გუნდს დაუპირისპირდებოდა.

საუბარია, პლოვდირის "ლოკომოტივზე" რომელსაც გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 18 იანვარს შეხვდება.

მეორე ბულგარული გუნდი კი "ლუდოგორეცი" გახლავთ, რომელთან თამაშიც 28 იანვარს გაიმართება.

სერბული პრესის ინფორმაციით, "ცრვენა ზვეზდა" თურქულ შეკრებაზე თბილისის "დინამოს" 22 იანვარს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ სერბულ გრანდში იარაკლი აზაროვი გამოდის, რომელმაც სერბეთის ჩემპიონატში 6 მატჩი ჩაატარა.