ავტორიზაცია

ბარსელონა ნახევარმცველს ხავის სურვილის საწინააღმდეგოდ იმატებს

ბარსელონა ნახევარმცველს ხავის სურვილის საწინააღმდეგოდ იმატებს
თარიღი 07 იან 2023, 00:24
„ბარსელონა“ რუბენ ნევეშის ტრანსფერთან ახლოსაა.

კატალონიურ კლუბს არ შეუძლია ამ ეტაპზე ძვირადღირებული ტრანსფერების უფლება მისცეს თავს, ამიტომ ნახევარდაცვის გაძლიერებას პორტუგალიელი ფეხბურთლით აპირებს.

საქმე ისაა, რომ „ვულვზი“ მზადაა ტრანსფერის საფასური შეამციროს, თუ „ბარსა“ გარიგებაში ფეხბურთელების ჩართვას დათანხმდება. ინგლისური კლუბი ფრანკ კესიეთი და ნიკო გონსალესით ინტერესდება, რომელიც ამჟამად „ვალენსიაში“ ასპარეზობს.

ამ დრომდე, „ბარსას“ მთავარი მწვრთნელი, ხავი ერნანდესი, ნევეშის ტრანსფერზე თანხმობას არ აცხადებს, იმიტომ რომ მიიჩნევს, რომ ის სერხიო ბუსკეტსის პოზიციას დიდად ვერ მოერგება.

Diario SPORT-ის ინფორმაციით, ხელმძღვანელობა კი აპირებს, რომ ნევეში ხავის სურვილის წინააღმდეგ შეიძინოს.