ავტორიზაცია

დე ხეა იუნაიტედში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მე-10 ადგილზე გადავიდა, თუმცა პირველობა გაუჭირდება

დე ხეა იუნაიტედში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მე-10 ადგილზე გადავიდა, თუმცა პირველობა გაუჭირდება
თარიღი 07 იან 2023, 00:28
დავიდ დე ხეა „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში 511-ე მატჩს ატარებს.

ესპანელმა კიპერმა „ევერტონთან“ სათასო მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და თამაშების რაოდენობით „იუნაიტედში“ მე-10 ადგილზე გადაინაცვლა.

თუმცა, აბსოლუტური რეკორდის დამყარება ესპანელი კიპერისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია, იმიტომ რაიან გიგსის შედეგამდე დე ხეას 452 მატჩის ჩატარება სჭირდება.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით ჩატარებული მატჩების რეკორდსმენი სწორედ უელსელი ექს-შემტევია, რომელმაც 963 შეხვედრა ჩაატარა.