ავტორიზაცია

ზიდანი არ იქნება: დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ზიდანი არ იქნება: დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
თარიღი 07 Jan 2023, 14:22
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა ახალი კონტრაქტი გააფორმა. მხარეებმა თანამშრომლობა 2026 წლამდე გაახანგრძლივეს, ამის შესახებ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.

შეგახსენებთ, რომ 54 წლის სპეციალისტი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2012 წლის ზაფხულიდან მუშაობს.

დეშამის ხელმძღვანელობით საფრანგეთის ნაკრები ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ტურნირის ფინალურ მატჩში ფრანგები არგენტინის ნაკრებთან დამარცხდნენ. 

თამაშის ძირითადი დრო ფრედ, 3:3 დასრულდა, პენალტების სერიაში კი სამხრეთ ამერიკელები უფრო ზუსტები აღმოჩნდნენ - 4:2.