ავტორიზაცია

"სინიშას დაკარგვის შემდეგ, კიდევ ერთ ძმას ვემშვიდობები", - რობერტო მანჩინის ემოციური სიტყვები ვიალის გარდაცვალებაზე

"სინიშას დაკარგვის შემდეგ, კიდევ ერთ ძმას ვემშვიდობები", - რობერტო მანჩინის ემოციური სიტყვები ვიალის გარდაცვალებაზე
თარიღი 08 Jan 2023, 00:25
რობერტო მანჩინიმ ჯანლუკა ვიალის გარდაცვალებაზე ისაუბრა.

იტალიის ნაკრების ექს-ფეხბურთელი გუშინწინ, 2017 წლიდან სიმსივნესთან ბრძოლის შედეგად გარდაიცვალა.

მანჩინიმ გაიხსენა, რომ უკანასკნელად ვიალი 29 დეკემბერს მოინახულა.

„ლუკა იღიმოდა, ვხუმრობდით. ვუთხარი, რომ „სამპდორიაში“ ის ჩემზე მეტს შოულობდა, პრეზიდენტი მას ჩემზე მეტს უხდიდა. სინიშასთან განშორებიდან რამდენიმე დღეში, კიდევ ერთი ძმა დავკარგე. პატარა ძმა, მიყვარდა ასე რომ ვეძახდი.

ერთმანეთი 16 წლისებმა გავიცანით და აღარც დავშორებულვართ. მთელი ეს გზა ერთად გამოვიარეთ. ახალგაზრდული იტალიის ნაკრები, ძირითადი ნაკრები, „სამპდორია“, სიხარული, ტკივილი, გამარჯვებები და წაგებები. ის ორი საღამო „უემბლიზე“ (1992 წლის ევროპის ჩემპიონების ფინალი და ევრო 2020-ს ფინალი - ავტ). ერთ-ერთ მათგანში ჩვენ მწუხარებისგან ვტიროდით, ეს მრავალი წლის წინ იყო. მეორედ, უკვე სიხარულის ცრემლები გვქონდა. თითქოს, ჩვენი ბედი გაერთიანებული იყო. ჯანლუკა ჩვენს შორის საუკეთესო იყო. სრულყოფილი თავდამსხმელი, იდეალური და მამაცი ადამიანი.

იმედი მქონდა, რომ ის „სამპდორიას“ პრეზიდენტი გახდებოდა. ეს არაჩვეულებრივი ისტორია იქნებოდა. დიდი პრივილეგია იყო მისი თანაგუნდელობა და მეგობრობა.

ის ძალიან მაბედნიერებდა. მან ევროს მოგებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა, ფეხბურთელებს უყვარდა. ჯანლუკა ძლიერი იყო. ის ყველაფერში თავის სიმამაცეს დებდა, რომელსაც ჩვენ ვერც კი ვამჩნევდით. მისი დამსახურებით ის იბრძოდა ამ ავადმყოფობასთან და ერთ-ერთ ჩვენგანად რჩებოდა იქამდე, სანამ შეეძლო.

სინიშას წასვლის შემდეგ, მე კიდევ ერთ ძმას ვემშვიდობები. მისი ძალა წინსვლაში დამეხმარება, რათა მას მივუძღვნა რაღაც დიდი, რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდით.“ - აღნიშნა მანჩინიმ.