ავტორიზაცია

ლაუტარო სერია A-ში ყველაზე პროდუქტიულ მოთამაშეთა შორის კვარაცხელიას და კიდევ ორ მოთამაშეს გაუთანაბრდა

ლაუტარო სერია A-ში ყველაზე პროდუქტიულ მოთამაშეთა შორის კვარაცხელიას და კიდევ ორ მოთამაშეს გაუთანაბრდა
თარიღი 08 იან 2023, 01:46
მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა იტალიის ჩემპიონატის მე-17 ტურში "მონცას" გაუტანა.

Opta-ს ცნობით, მარტინესმა ლიგაში მე-11 ეფექტური ქმედება (რვა გოლი და სამი საგოლე პასი) განახორციელა და ამ მაჩვენებლით რეიტინგის ლიდერებს - რაფაელ ლეაუს (მილანი), ვიქტორ ოსიმენს და ხვიჩა კვარაცხელიას (ორივე ნაპოლი) გაუთანაბრდა. 

ბოლო შვიდ მატჩში "ინტერის" ფორვარდმა თავისი გუნდის შვიდ გოლში მიიღო მონაწილეობა (5+2).

აღსანიშნავია, რომ ლაუტარო მარტინესი სერია A-ში "ინტერის" საუკეთესო ბომბარდირია.