ზინედინ ზიდანმა ორი ტოპ ნაკრების შეთავაზება უარყო
ფრანგი სპეციალისტი ზინედინ ზიდანი ჯერ კიდევ სამუშაოს გარეშეა.
საფრანგეთის ნაკრებში დიდიე დეშამის შემცვლელის მთავარ კანდიდატად მადრიდის "რეალის" ყოფილი მწვრთნელი ითვლებოდა, თუმცა დეშამმა ხელშეკრულება 2026 წლამდე გაახანგრძლივა და ეს ვარიანტი საბოლოოდ გამოირიცხა.
საფრანგეთის ნაკრებში დიდიე დეშამის შემცვლელის მთავარ კანდიდატად მადრიდის "რეალის" ყოფილი მწვრთნელი ითვლებოდა, თუმცა დეშამმა ხელშეკრულება 2026 წლამდე გაახანგრძლივა და ეს ვარიანტი საბოლოოდ გამოირიცხა.
თუმცა, საფრანგეთის ნაკრების ვარიანტი ზიდანისთვის ერთადერთი არ იყო: L'Equipe-ის ცნობით, ფრანგმა შემოთავაზება ბრაზილიისა და პორტუგალიის ნაკრებებიდანაც მიიღო - თუმცა ორივე უარით გაისტუმრა.
გარდა ამისა, წარსულში ცნობილი ნახევარმცველი ამერიკის ნაკრებშიც მიიწვიეს - ასევე წარუმატებლად.
შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანი 2021 წლის ზაფხულში მადრიდის "რეალიდან" წასვლის შემდეგ უმუშევარია.
შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანი 2021 წლის ზაფხულში მადრიდის "რეალიდან" წასვლის შემდეგ უმუშევარია.