ავტორიზაცია

ჯუდ ბელინგემის პოტენციური ხელფასი მადრიდის რეალში ცნობილი გახდა

ჯუდ ბელინგემის პოტენციური ხელფასი მადრიდის რეალში ცნობილი გახდა
თარიღი 08 იან 2023, 01:58
ინგლისის ნაკრების და დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი მადრიდის რეალის ინტერესის სფეროშია.

გაზეთი Marca-ს ცნობით, "სამეფო კლუბი" მზადაა ინგლისელთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმოს. მისი ხელფასი წელიწადში 12 მილიონი ევრო იქნება.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბორუსია" ბელინემის ტრანსფერში დაახლოებით 110 მილიონი ევროს ითხოვს.

ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 22 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი  კონტრაქტი გერმანულ კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.