ავტორიზაცია

ალ-ნასრი რონალდუს შემდეგ კიდევ ერთი ტოპ ფეხბურთელის ტრანსფერით ინტერესდება

ალ-ნასრი რონალდუს შემდეგ კიდევ ერთი ტოპ ფეხბურთელის ტრანსფერით ინტერესდება
თარიღი 08 იან 2023, 11:52
პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუს "ალ-ნასრმა" კიდევ ერთი ვარსკვლავური ფეხბურთელის  მიმართ ინტერესი გამოხატა.

ამის შესახებ ცნობილი ტაბლოიდის Daily Mail-ის ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი.

წყაროს ინფორმაციით, გერმანელი თავდამსხმელი მარკო როისი, საუდის არაბეთის კლუბის ინტერესების სფეროში მოექცა.

33 წლის ფეხბურთელს გერმანულ გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. "ალ-ნასრს" სურს ისარგებლოს ამით და მარკოს შესთავაზოს მომგებიანი  კონტრაქტი.

ამ სეზონში როისმა დორტმუნდის "ბორუსიაში" 12 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.