ავტორიზაცია

"მიეცით დრო გრემ პოტერს, მე ბარსაში ორი სეზონი მესის გამო არ დამჭირდა", - გვარდიოლამ ჩელსის მფლობელს მიმართა

"მიეცით დრო გრემ პოტერს, მე ბარსაში ორი სეზონი მესის გამო არ დამჭირდა", - გვარდიოლამ ჩელსის მფლობელს მიმართა
თარიღი 08 იან 2023, 23:25
თასზე „ჩელსის“ 4:0 განადგურების შემდეგ, „მან სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ლონდონური გუნდის თავკაცს, გრემ პოტერს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ესპანელი სპეციალისტის თქმით, „ჩელსის“ მფლობელმა პოტერს უფრო მეტი დრო უნდა მისცეს. ცნობისთვის, ინგლისელის მეთაურობით, გუნდმა ბოლო 7 მატჩიდან 5 წააგო.

„ტოდ ბოელის ვეტყვი, რომ გრემ პოტერს დრო მისცეს. ყველა მწვრთნელს სჭირდება სათანადო დრო.

მე „ბარსელონაში“ ორი სეზონი იმიტომ არ დამჭირვებია, რომ ლეო მესი მყავდა.“ - აღნიშნა გვარდიოლამ თამაშის შემდეგ.