ავტორიზაცია

პოტერი: "აქ ოთხი თვეა რაც ვარ და 5-6 კვირა ნაკრებების გამო წავაგეთ, სიტიში პეპს ტიტულის მოსაგებად ერთი წელი დასჭირდა"

პოტერი: "აქ ოთხი თვეა რაც ვარ და 5-6 კვირა ნაკრებების გამო წავაგეთ, სიტიში პეპს ტიტულის მოსაგებად ერთი წელი დასჭირდა"
თარიღი 08 იან 2023, 23:34
„ჩელსის“ მწვრთნელმა, გრენ პოტერმა, კრიტიკას უპასუხა.

ინგლისელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ლონდონურმა კლუბმა ბოლო 7 მატჩში 5 მარცხი იგემა.

„მფლობელები - მილიარდელები არიან, ანუ ნამდვილად ჭკვიანი ხალხია. ჩემზე ჭკვიანი ცალსახად. ისინი ხვდებიან, რა მიმართულებით გვსურს წინსვლა.

აქ ოთხი თვეა ვარ, სამი თუ ოთხი კვირა ნაკრებების გამო დავკარგეთ. პეპი „სიტიში“ ერთი წელი იყო, სანამ ისინი რაიმეს მოიგებდნენ.

კლოპის და არტეტას ადაპტაციის დრო? შესაძლოა, რაღაც მიზეზით მათ ყველაფერი სხვანაირად ჰქონდათ, მაგრამ მე დროის ჩარჩოებს არ ვიწესებ. ვიცი, რაც შემიძლია და ვიცი, რა შესაძლებლობებს ვფლობ.“ - აღნიშნა პოტერმა.