ავტორიზაცია

ბათუმის დინამომ კიდევ ერთი ტრანსფერი გამოაცხადა - უკრაინელი მეკარე კი სინჯებზე იმყოფება

ბათუმის დინამომ კიდევ ერთი ტრანსფერი გამოაცხადა - უკრაინელი მეკარე კი სინჯებზე იმყოფება
თარიღი 09 Jan 2023, 00:02
ბათუმის "დინამომ" კიდევ ერთი ტრანსფერი დაადასტურა და ამასთან ერთად უკრაინელი მეკარე სინჯებზე იმყოფება.

30 წლის ფორვარდი თორნიკე კაპანაძე აჭარულ გუნდში ითამაშებს. ფეხბურთელი ბოლო ორი სეზონი გორის "დილას" რიგებში გამოდიოდა.

ვიცე-ჩემპიონი გუნდის რიგებში ივარჯიშებს უკრაინელი მეკარე ოლეკსანდ ტკაჩენკო. 29 წლის მეკარეს კარიერის დიდი ნაწილის განმავლობაში პოლტავას "ვორსკლაში" გამოდიოდა. მისი საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება.

ბათუმის "დინამომ" აქმდე სერბი მცველი სტეფან ჰაიდინის, ეგვიპტელი შემტევი ალეკსანდერ იაკობსენის, ბელარუსი მეკარე ანტონ ჩიჩკანის და 18 წლის ნახევარმცველი მუხრან ბაგრატიონის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა.