"ლეგენდაზე ასე უპატივცმელოდ არ უნდა ვლაპარაკობდეთ", - მბაპემ საფრანგეთის ფედერაციის პრეზიდენტი ღიად გააკრიტიკა
კილიან მბაპე საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ნოელ ლე გრეს გაკეთებული განცხადებით უკმაყოფილო დარჩა.
როგორც იცით, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა, რამაც საფრანგეთში ზიდანის დანიშვნა მინიმუმ რამდენიმე წლით გადაავადა. არადა, ეს ამბავი თითქოს 2022 წლის მუნდიალის შემდეგ უნდა მომხდარიყო. ამის გამო, პრეზიდენტს ზიდანზე ჰკითხეს.
„ზიდანის შესაძლო დანიშვნა ბრაზილიაში? არ მადარდებს. რაც უნდა, ის ქნას. თუ უნდა კლუბი ჩაიბაროს, ან ნაკრები, მე ჭორებს არ ვუჯერებ და ეს მე არც მეხება.
დამირეკა თუ არა ზიდანმა? არა, მაგრამ რომც დაერეკა, არ ვუპასუხებდი.", - აღნიშნა პრეზიდენტმა ინტერვიუში.
ამ განცხადებამ ძალიან უკმაყოფილო დატოვა ნაკრების ლიდერი და მთავარი ვარსკვლავი კილიან მბაპე, რომელმაც თავისი იმედგაცრუება ამ განცხადებით სოციალურ ქსელში ღიად გამოხატა:
„ზიდანი არის საფრანგეთი! ჩვენ ლეგენდას ასე უპატივცემლოდ არ უნდა მოვიხსენიებდეთ." - წერს მბაპე სოციალურ ქსელში.