ავტორიზაცია

"ზიდანი? არ მადარდებს, რაც უნდა ის ქნას", - საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

"ზიდანი? არ მადარდებს, რაც უნდა ის ქნას", - საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი
თარიღი 08 Jan 2023, 23:28
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნოელ ლე გრემ, დიდიე დეშამთან კონტრაქტის 2026 წლამდე გახანგრძლივების შემდეგ, ზინედინ ზიდანზე ისაუბრა.

იწერებოდა, რომ ზიზუ საფრანგეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარებდა, თუმცა ფედერაციამ დეშამისთვის ნდობის გამოცხადება გადაწყვიტა, რომელმაც ნაკრები ზედიზედ ორჯერ გაიყვანა მუნდიალის ფინალში.

„ზიდანის შესაძლო დანიშვნა ბრაზილიაში? არ მადარდებს. მას შეუძლია აკეთოს ის, რასაც მოისურვებს - კლუბი ჩაიბაროს, ან რომელიმე ეროვნული ნაკრები.

მე ჭორებს არ ვუჯერებ.“ - აღნიშნა ლე გრემ.

თავად ზიდანს არასდროს დაუმალავს, რომ საფრანგეთის ნაკრების გაწვრთნა მისი მთავარი სურვილი იყო და ამის გამო, სხვა შემოთავაზებებს უარით ისტუმრებდა.