ავტორიზაცია

ლე გრემ ზიდანს ბოდიში მოუხადა: "ვაღიარებ, სულელური განცხადებები მქონდა"

ლე გრემ ზიდანს ბოდიში მოუხადა: "ვაღიარებ, სულელური განცხადებები მქონდა"
თარიღი 09 Jan 2023, 15:23
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ნოელ ლე გრაემ ლეგენდარულ ფეხბურთელს და ახლა უკვე მწვრთნელ ზიდან ზიდანს ბოდიში მოუხადა.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არასდროს განიხილავდა ნაკრებიდან დიდიე დეშამის გაშვებას, არც ზიდანთან უსაუბრია მწვრთნელობის საკითხზე.

ლე გრეს თქმით, ზიზუს რომ მისთვის დაერეკა, ის არც უპასუხებდა. 

"ზინედინს ბოდიში მინდა მოვუხადო. წარმოთქმული სიტყვები ჩემს მისდამი დამოკიდებულებას არ გამოხატავს. ზიდანი ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო და ძალიან მაგარი მწვრთნელია.

ისეთი რაღაცები ვთქვი, რაც არ უნდა მეთქვა, მაგრამ ეს იმიტომ მოხდა, რომ წამყვანი ფრანგული ფეხბურთის ორ მონუმენტს - დეშამსა და ზიდანს აპირისპირებდა ერთმანეთთან. 

ვაღიარებ, სულელური განცხადებები მქონდა, რამაც გაუგებრობა გამოიწვია. ზინედინ ზიდანმა იცის, რამდენად დიდ პატივს ვცემ მას. ",- თქვა ლე გრემ.