ავტორიზაცია

ალ-ნასრის მწვრთნელი რონალდუსა და პელეს ტრანსფერებს ადარებს

ალ-ნასრის მწვრთნელი რონალდუსა და პელეს ტრანსფერებს ადარებს
თარიღი 09 იან 2023, 13:27
"ალ-ნასრის" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ პორტუგალიელი თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი ლეგენდარული ბრაზილიელი თავდამსხმელის პელეს ამერიკულ "ნიუ-იორკ კოსმოსში" გადასვლას შეადარა.

"კრიშტიანოს გადასვლა საუდის არაბეთში მახსენებს პელეს ამერიკულ კლუბში გადასვლას. ", - თქვა რუდი გარსიამ.

რონალდუ "ალ-ნასრის" რიგებს გასული წლის ბოლოს შეუერთდა. მხარეებმა შრომითი ხელშეკრულება 2.5 წლით გააფორმეს. 37 წლის პორტუგალიელის ხელფასი ახალ კლუბში წელიწადში 200 მილიონი ევრო იქნება.