თურქულ შეკრებაზე ბათუმის დინამოს მეორე სპარინგ მეტოქე ცნობილია
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ბათუმის "დინამო" ახალი სეზონისთვის უკვე ემზადება.
აჭარულმა გუნდმა რამდენიმე გრანსფერი უკვე დაადადტურა და გუნდი არაერთმა მოთამაშემაც დატოვა.
როგორც უკვე ცნობილი გახლდათ, ბათუმელები თურქული შეკრების ფარგლებში 20 იანვარს პოლონურ "ვიძევ ლოძის" დაუპირისპირდებოდნენ.
სერბული გამოცემების ინფორმაციით, 26 იანვარს ბათუმის "დინამოს" მეტოქე "ნოვი პაზარი" იქნება.
ეს გუნდი სერბეთის სუპერლიგის გათამაშებაში 31 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.