ავტორიზაცია

სანაკრებო დონეზე 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელი დასახელდა

სანაკრებო დონეზე 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელი დასახელდა
თარიღი 09 Jan 2023, 12:01
IFFHS-მა (ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია) სანაკრებო დონეზე გასული წლის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა.

რეიტინგში პირველი ადგილი არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ დაიკავა. ამ სპეციალისტის ხელმძღვანელობით "ალბისელესტემ" ყატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მეორე საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი გახლდათ, ტოპ 3 კი მაროკოს ნაკრების მესაჭე ვალიდ რეგრაგიმ დახურა.

ათეულში ასევე მოხვდნენ: ზლატკო დალიჩი, ჰაჯიმე მორიასუ, ლუი ვან გაალი, გრეგ ბერჰალტერი, ერვე რენარდი, ტიტე და პაულო ბენტო.