ავტორიზაცია

შეთანხმება მიღწეულია - ჟოაო ფელიქსი პრემიერ ლიგაში ითამაშებს

შეთანხმება მიღწეულია - ჟოაო ფელიქსი პრემიერ ლიგაში ითამაშებს
თარიღი 09 იან 2023, 20:19
ჟოაო ფელიქსი მალე კლუბს შეცვლის. The Athletic-ის ცნობით, 23 წლის პორტუგალიელი "ატლეტიკოდან" ლონდინის "ჩელსიში" გადავა. 

ლონდონურმა კლუბმა უკვე მიაღწია სიტყვიერ შეთანხმებას ფელიქსის 11 მილიონ ევროდ იჯარის წესით დამატებაზე.

აღსანიშნავია, რომ ჟოაო ფელიქსის შეძენა მანჩესტერ "იუნაიტედს" და "არსენალსაც" სურდა. პორტუგალიელმა "ჩელსი" იმიტომ აირჩია, რომ ეს პროექტი ყველაზე მეტად მოეწონა.