მესამე უცხოელი მწვრთნელი პორტუგალიის ნაკრების ისტორიაში - რა შედეგი დააფიქსირა წინა ორმა?
დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს ესპანელი რობერტო მარტინესი ჩაიბარებს.
როგორც Squawka იტყობინება, მარტინესი პორტუგალიის ნაკრების ისტორიაში მხოლოდ მესამე უცხოელი მწვრთნელი იქნება.
აქამდე, პორტუგალიას ორი არაპორტუგალიელი მწვრთნელი ჰყავდა და ორივე ბრაზილიიდან იყო.
1964-1966 და 1982-1983 წლებში ნაკრებს ოტო გლორია წვრთნიდა, რომელმაც პორტუგალიელებს მსოფლიო ჩემპიონატზე დღემდე საუკეთესო შედეგი, მესამე ადგილი მოუტანა (1966).
მეორე კი ლუის ფილიპე სკოლარი იყო (2003-2008), რომელმაც 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე გუნდი ფინალში გაიყვანა, თუმცა იქ სენსაციურ საბერძნეთთან დამარცხდა.