ავტორიზაცია

ოფიციალურად: რობერტო მარტინესი პორტუგალიის ეროვნულ გუნდს უხელმძღვანელებს

ოფიციალურად: რობერტო მარტინესი პორტუგალიის ეროვნულ გუნდს უხელმძღვანელებს
თარიღი 09 იან 2023, 16:40
პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე რობერტო მარტინესი დაინიშნა.

ინფორმაციას პორტუგალიის ნაკრების პრესსამსახური  ავრცელებს. 

აღსანიშნავია, რომ ესპანელმა სპეციალისტმა ფერნანდო სანტუში ჩაანაცვლა, რომელმაც პორტუგალიელი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან მეოთხედფინალურ ეტაპზე მაროკოდან სენსაციური გამოვარდნის შემდეგ ლგადადგა.

რაც შეეხება მარტინესს, ის ბელგიის ეროვნულ გუნდს 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა, რომელმაც რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპივა. ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე კი ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია.