მარტინესი: "პორტუგალია მორგებადი გუნდი უნდა იყოს, ბელგია ოთხი წელი რეიტინგში პირველ ადგილზე იყო"
რობერტო მარტინესი ირწმუნება, რომ პორტუგალიის ნაკრების მიზანი - შემტევი ფეხბურთის ჩვენება იქნება.
სპეციალისტმა თანამდებობაზე ფერნანდუ სანტუში ჩაანაცვლა, რომელიც გუნდს 8 წლის მანძილზე წვრთნიდა.
უკვე ფიქრობთ 2024 წლის ევროს მოგებაზე?
რა თქმა უნდა. ოცნებები გლობალური უნდა იყოს. თუმცა, ჯერ კვალიფიკაცია უნდა გავიაროთ.
როგორი ფეხბურთის სტილი გირჩევნიათ? აპირებთ სამმცველიან ტაქტიკაზე გადასვლას?
მთავარია - კონკურენტუნარიანი გუნდი ვიყოთ. პორტუგალია თანამედროვე გუნდი უნდა იყოს, მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი ფეხბურთელების ნიჭი და იყოს გუნდი, რომელიც თავის ტალანტს ავლენს როგორც ბურთით თამაშისას, ისე მის გარეშე.
მორგებადობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იქნება დამოკიდებული ფეხბურთლებზე, რომლებიც გვყავს. როცა პორტუგალიის მეტოქე ვიყავი, ვიცოდი, როგორი კონკურენტუნარიანი გუნდია. ეს არის საწყისი წერტილი და ამის ყურადღებიდან გაშვება არ შეიძლება.
უნდა ვიყოთ შემტევი გუნდი, რომელიც სიამოვნებას იღებს, კლუბივით უნდა ვიმუშავოთ, მე ეს ძალიან მომწონს.
დასაშვებია თქმა, რომ ბელგიის ნაკრების საუკეთესო თაობა არასწორად იყო გამოყენებული?
შეფასებებს სხვები წერენ. ბელგია ოთხი წლის მანძილზე რეიტინგში პირველ ადგილს იკავებდა.“ - აღნიშნა ესპანელმა.