ვიცე-ჩემპიონის კიდევ ერთი გამორჩეული ტრანსფერი - ზარანდია ბათუმის დინამოში ითამაშებს
26 წლის გარემარბი ლუკა ზარანდია ახალი სეზონიდან ბათუმის "დინამოში" ითამაშებს.
ეს ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს კლუბის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ დაუდასტურა.
ზარანდიამ აჭარულ გუნდთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა და უკვე კლუბთან ერთად ვარჯიშობს.
ფეხბირთელი ბოლოს ექსტრაკლასას "კორონაში" გამოდიოდა, სადაც 7 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ზარანდია სხვადასხვა დროს: თბილისის "ლოკომოტივის", "გენკის", "არკას", "ზულტე ვარეგემის" და "ტობოლის" შემადგენლობაში გამოდიოდა. საქართველოს ნაკრებში კი ორი მატჩი აქვს ჩატარებული.
ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი