პსჟ-ს მფლობელებმა შესაძლოა ლივერპული ან მანჩესტერ იუნაიტედი იყიდონ
Qatar Sports Investments-მა, რომელიც "პარი სენ-ჟერმენის" მფლობელია, შესაძლოა ინგლისური ტოპ კლუბი იყიდოს. ამის შესახებ The United Stand იტყობინება.
წყაროს ცნობით, QSI იკვლევს "ლივერპულსა" და მანჩესტერ "იუნაიტედში" წილების შეძენის შესაძლებლობას. კომპანია განიხილავს როგორც კლუბების სრულ შესყიდვას, ასევე აქციების წილის ყიდვას.
მანამდე პრესაში გავრცელდა ხმები, რომ ყატარელი ინვესტორები ლონდონის "ტოტენჰემის" შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.