ავტორიზაცია

დინო ჰამზიჩმა ქუთაისის ტორპედო დატოვა

დინო ჰამზიჩმა ქუთაისის ტორპედო დატოვა
თარიღი 10 Jan 2023, 09:10
34 წლის ბოსნია ჰერცეგოვინელმა მეკარემ დინო ჰამზიჩმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა.

ამის შესახებ გამოცდილი მეკარე საკუთარ სოციალურ ქსელში წერს. 

ჰამზიჩი იმერულ კლუბის რიგებში ბოლო ორი სეზონის განმავლობაში გამოდიოდა. 2021 წლის ეროვნული ლიგის გათამაშებაში "ტორპედოს" მაისური 20 შეხვედრაში მოირგო, ხოლო 2022 წელს 7 მატჩი ჩაატარა.


ბოსნიელი მეკარე სხვადასხვა დროს: "სარაევოს", "ოლიმპიკ სარაევოს", "ვიძევ ლოძის" და საჩხერის "ჩიხურას" რიგებში გამოდიოდა.