ავტორიზაცია

სკალონი: "არ ვფიქრობ, რომ მესის უდიდესის სტატუსისთვის მსოფლიო ჩემპიონობა სჭირდებოდა"

სკალონი: "არ ვფიქრობ, რომ მესის უდიდესის სტატუსისთვის მსოფლიო ჩემპიონობა სჭირდებოდა"
თარიღი 10 იან 2023, 23:42
ლიონელ სკალონის თქმით, ლეო მესის მსოფლიო ჩემპიონობა არ სჭირდებოდა იმისთვის, რომ ყველა დროის საუკეთესოს წოდება მიეღო.

„არ ვფიქრობ, რომ მას ერთ-ერთი უდიდესი ან სულაც ყველაზე დიდის სტატუსისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება სჭირდებოდა. უბრალოდ, მისგან ყოველთვის უფრო მეტს ითხოვდნენ.

ახლა, როცა მან მუნდიალი მოიგო, არ ვიცი, კიდევ რა მოთხოვნები ექნებათ მის წინაშე.

ჩვენ ძალიან გახარებულები ვართ ცალკე მესის გამოც და ზოგადად მთლიანი ქვეყნის გამოც.“ - აღნიშნა არგენტინელმა მწვრთნელმა Radio Calvia-სთან საუბარში.