ავტორიზაცია

სტივენ ჯერარდმა შესაძლოა ევროპული საფეხბურთო ნაკრები ჩაიბაროს

სტივენ ჯერარდმა შესაძლოა ევროპული საფეხბურთო ნაკრები ჩაიბაროს
თარიღი 10 Jan 2023, 23:55
„ლივერპულის“ ყოფილი ნახევარმცველი და „ასტონ ვილას“ ექს-მწვრთნელმა, სტივენ ჯერარდმა, შესაძლოა პოლონეთის ნაკრები ჩაიბაროს.

Meczyki-ს ინფორმაციით, პოლონეთის საფეხბურთო კავშირმა ინგლისელთან მოლაპარაკებები რამდენიმე დღის წინ გამართა და ამჟამად, ინგლისელი შემოთავაზებას განიხილავს.

ერთ-ერთ წინაღობად შესაძლოა ხელფასი იქცეს, რომელსაც სტივი „ასტონ ვილასგან“ გაშვების მიუხედავად მაინც იღებს - წლიურად 5 მილიონ ფუნტს, თანაც ეს 2024 წლამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 1986 წლის შემდეგ პირველად, მუნდიალის პლეი-ოფში გასვლის მიუხედავად, პოლონეთის საფეხბურთო კავშირმა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ჩესლავ მიხნევიჩს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა.