ავტორიზაცია

"მაგუაიერმა იუნაიტედი უნდა დატოვოს, ჩემ დროს რომ მსგავსი რამ მომხდარიყო, ევრას ცემა მომინდებოდა", - ფერდინანდი

"მაგუაიერმა იუნაიტედი უნდა დატოვოს, ჩემ დროს რომ მსგავსი რამ მომხდარიყო, ევრას ცემა მომინდებოდა", - ფერდინანდი
თარიღი 10 იან 2023, 23:59
რიო ფერდინანდმა ჰარი მაგუაიერს „მან იუნაიტედიდან“ წასვლა ურჩია.

„ლუკ შოუ მის ნაცვლად დაცვის ცენტრში თამაშობს. ეს იმას ჰგავს, მე რომ მუნდიალიდან დავბრუნებულიყავი, სადაც კარგად ვითამაშე, ყველას ეთქვა, რა მაგარი ვარ, პატრის ევრა კი ჩემს მაგივრად ცენტრალურ მცველად დაეყენებინათ.

პატრისის დახრჩობა მენდომებოდა! ვარჯიშებზე ვცემდი, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ვეღარ ითამაშებდა, შემდეგ კი მწვრთნელთან მივიდოდი და ვეტყოდი: „რა არის ბოსს, დამცინი?“

პირდაპირ მწვრთნელის კაბინეტში შევიდოდი და ვეტყოდი: „თქვენ მე პატივს არ მცემთ.“ ჰარი მაგუაიერმა წინსვლა უნდა გააგრძელოს.

ვფიქრობ, ის კლუბში დარჩება იმიტომ, რომ გუნდს ბევრი თამაში აქვს ჩასატარებელი და ახლა სხვას ვერავის მოიყვანენ, ის სათასო მატჩებში ითამაშებს.“ , - აღნიშნა ინგლისელმა ექს-ფეხბურთელმა.