"დიდებული ფეხბურთელი! ახლა შეუძლია არაჩვეულებრივი გოლფის მოთამაშე გახდეს", - გვარდიოლა ბეილზე
„მან სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, გარეტ ბეილის კარიერის დასრულებაზე კომენტარი გააკეთა.
ესპანელს ჰკითხეს, უცდია თუ არა მას ოდესმე ბეილის საკუთარ გუნდში მიყვანა.
„ის ზედმეტად ძვირადღირებული იყო. დიდებული ფეხბურთელი! ფანტასტიკური კარიერა, უამრავი ტიტული. მგონი, მას უელსშიც 100-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.
ახლა კი, მას შეუძლია არაჩვეულებრივი გოლფის მოთამაშე გახდეს.“, - აღნიშნა პეპმა.

შეგახსენებთ, რომ ბეილმა კარიერის უდიდესი ნაწილი მადრიდის „რეალში" გაატარა, რომელთან ერთადაც 5 ჩემპიონთა ლიგა და სხვა უამრავი ტიტული მოიგო. 2013 წელს მადრიდელებმა ის იმდროისთვის სარეკორდო 100 მილიონად „ტოტენჰემიდან" შეიძინეს.